top of page

"საქართველოს კუთხეები 2024"



თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში ყოველწლიური ღონისძიება - „საქართველოს კუთხეები“ გაიმართა. დაწყებითი კალასის მოსწავლეებმა, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ნომრები შეასრულეს. მეგრული, სვანური, ოსური, კახური თუ აჭარული ცეკვა-სიმღერით მოსწავლეებმა სცენაზე საქართველოს კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს. პარალელურად, თითოეულმა კლასმა წარმოადგინა თავიანთ კუთხეზე შესრულებული ნამუშევრები. ბავშვებმა ამავე ღონისძიებით გააცილეს ფერადი შემოდგომა.


I-VI კლასის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეები წინასწარ შეარჩიეს და მასზე მუშაობის პროცესში, უნიკალური ეროვნული კულტურის შესახებ, თავიანთი ცოდნა კიდევ უფრო გაიმდიდრეს. თითოეული კლასში, შესაბამისი ინფორმაცია, მოსწავლეებმა დამრიგებლებისა და ტუტორების დახმარებით დაამუშავეს.


მუსიკალურ ნომრებზე აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ იმუშავა, ქორეოგრაფიული ნომრების მომზადება კი ცეკვის მასწავლებელმა ინგა ყაველაშვილმა უზრუნველყო.


ღონისძიების მხატვრულად გაფორმებაზე, აკადემიის ადმინისტრაციასთან ერთად, ხელოვნების მასწავლებლებმა, ნინო იოვაშვილმა და ელენე თევზაძემ იზრუნეს.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის თანამშრომლებს ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის!

Comments


bottom of page