top of page

საქართველოს დაცული ტერიტორიების გაცნობის მიზნით, აკადემიაში შეხვედრა გაიმართა


საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ეკოტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, თანამედროვე განათლების აკადემიაში შეხვედრა გაიმართა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი ნინი კიკნაძე აკადემიის მეხუთე კლასის მოსწავლეებს შეხვდა და მათ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა.


მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რამდენი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, ცხოველისა და ფრინველის რომელი სახეობები ბინადრობენ და როგორ ზრუნავენ სააგენტოს თანამშრომლები დაცული ტერიტორიების ფლორასა და ფაუნაზე.


შეხვედრის მიმდინარეობისას, სააგენტოს წარმომადგენელმა საკმაოდ აქტიური აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას ორგანიზება ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მიხეილ ჯოგლიძემ გაუწია.

______________

#ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld

#თანამედროვეგანათლებისაკადემია

#contemporaryeducationacademy

#cea

#კერძოსკოლა #ბაღი #preschool

www.cea.ge

bottom of page