სასკოლო სპორტის კვირეული CEA-ში
- CEA
- Sep 28, 2023
- 1 min read
Updated: Oct 6, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიაში, მერვეკლასელებს შორის ფრენბურთში შიდა სასკოლო შეჯიბრი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ა და დ კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. უპირატესობის მოპოვება მერვე დ კლასის გუნდმა თავიდანვე შეძლო შესაბამისად, შეხვედრა მათი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ფრენბურთში შეჯიბრი სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანი სასკოლო სპორტის განვითარებაა.
შეხვედრას ორგანიზება აკადემიის სპორტის მასწავლებელმა თიკო რიჟამაძემ და სოფო ჩოჩნიძემ გაუწიეს.
______________
Comments