
თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ციცინთელების“ აღსაზრდელებმა საახალწლო სპექტაკლი სახელწოდებით „რუდოლფი წითელი ცხვირით“ გამართეს.
სპექტაკლის სიუჟეტი სანტას ერთ-ერთ ირემზე – რუდოლფზე მოგვითხრობს, რომელიც სხვა ირმებისგან თავისი წითელი ცხვირით განსხვავდება. ამის გამო ის ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი, თუმცა, რთულ ვითარებაში, ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების დარიგებისას სწორედ რუდოლფმა შეძლო სანტას დახმარება.
რუდოლფის თავდადების შემდეგ, ის სანტა კლაუსის ერთ-ერთ მთავარ ირმად იქცა და ყველასთვის სამაგალითო გახდა. სპექტაკლის ბოლოს რუდოლფმა მნიშვნელოვანი გზავნილი აუდიტორიას ასე გადასცა: „იყო განსხვავებული სულაც არ ნიშნავს, იყო ცუდი“.
სპექტაკლმა მშობლებისა და მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების ბოლოს ბავშვებთან თოვლის პაპა მოვიდა და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.
საახალწლო აქტივობაზე აღმზრდელებმა, მაკა გოგოტიშვილმა და თამარ ბეჟუაშვილმა იმუშავეს, ცეკვისა და სიმღერის ნომრები კი მასწავლებლებმა, ინგა ყაველაშვილმა და მაია მეგრელიშვილმა მოამზადეს.
Comments