top of page

როდის უნდა აღინიშნებოდეს შობა? - X კლასელების დებატები

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 13
  • 1 min read

Updated: Jan 15

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში საახალწლო თემატიკაზე დებატები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დებატების კლუბის წევრებმა მიიღეს. სადისკუსიო თემად ქვეყანაში აქტუალური საკითხი შეირჩა: როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოში შობის დღესასწაული - 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს? მოსწავლეებმა კარლ პოპერის ფორმატში წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები, სადაც გამოიკვეთა, როგორც ისტორიული და კულტურული, ასევე თანამედროვე საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.


დებატებში მონაწილეობა მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მტკიცებითი გუნდის წევრებმა, ელიზაბეთ ფერბენქსმა, მარიამ რურუამ და ზურა ლურსმანაშვილმა, წარმატებით დაიცვეს შობის დღესასწაულის 7 იანვარს აღნიშვნის მართებულობა. გუნდის წევრებმა თავიანთ არგუმენტებში ხაზი გაუსვეს ტრადიციის მნიშვნელობას, ისტორიულ და რელიგიურ საფუძვლებს, რამაც მსჯელობის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახადა.


უარმყოფელმა გუნდმა, რომელსაც წარმოადგენდნენ ელენე ჯღარკავა, მართა შალამბერიძე და თინათინ ძაპტაშვილი, აქტიურად დაიცვა მოსაზრება, რომ შობის დღესასწაული 25 დეკემბერს უნდა აღინიშნებოდეს. თავიანთი მოსაზრების დასაცავად, მათ საინტერესო არგუმენტები გამოიყენეს.


სპიკერებმა მაღალი დონის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი გამოავლინეს. მათ წარმატებით გაართვეს თავი კონტრარგუმენტების წარმოდგენას და სპონტანური კითხვა-პასუხის სესიას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალის სიმდიდრე და მათი უნარი, დაეკავშირებინათ ეს საკითხი თანამედროვე გლობალურ კონტექსტთან.


ჟიურიმ, რომლის წევრი და მსაჯი იყო მე-10 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ აბულაძე, გამარჯვებულად მტკიცებითი გუნდი დაასახელა. აქტივობას მე-8 ა, მე-9 ბ და მე-9 დ კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.


დებატები აკადემიის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მარიამ დანელიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page