top of page

"როგორ მოიპარა გრინჩმა შობა?“

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 28, 2022
  • 1 min read

"როგორ მოიპარა გრინჩმა შობა?" - ცნობილი საშობაო ამბავი, თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა, სპექტაკლის სახით წარმოგვიდგინეს. პატარებმა გრინჩის სიბრაზის მიზეზი გამოიკვლიეს და მისი შემორიგებაც მოახერხეს. საბოლოოდ, შობის დღესასწაული ყველამ ერთად მხიარულად იზეიმა.


ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა მშობლებს ხელნაკეთი საჩუქრები გადასცეს. მათ ბუნების გაკვეთილზე ჰერბარიუმი შეისწავლეს და ნამუშევრებიც თავადვე დაამზადეს.


სპექტაკლს ორგანიზება კლასის დამრიგებელმა ნათია ვერულიძემ და რეჟისორმა მანანა ცინცაძემ გაუწიეს. ხელოვნების მასწავლებელმა ელენე თევზაძემ რეკვიზიტები დაამზადა, ხოლო მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა. პროცესში, ასევე, ჩართული იყო გერმანული ენის მასწავლებელი ნათია ნანავა.

Komentar


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page