იმისთვის რომ სასკოლო ექსკურსიებმა უფრო მეტად საგანმანათლებლო ხასიათი მიიღოს, თანამედროვე განათლების აკადემიაში პროექტი განხორციელდა. ინიციატორი ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაა.
პროექტის ფარგლებში აკადემიელებმა გასვლითი აქტივობა ბეთანიაში დაგეგმეს, საიდანაც მოსწავლეებს საინტერესო მასალის წამოღება დაევალათ. ახალგაზრდებმა მას ფოტო-ვიდეო პრეზენტაციის სახე მისცეს და ექსკურსიიდან მიღებული ინფორმაცია თანატოლებს, აკადემიაში, ამ სახით გაუზიარეს.
პროექტის მიზანია არაფორმალური განათლება სასკოლო საზოგადოების კულტურად ჩამოყალიბდეს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას კულტურული მემკვიდრეობის, მატერიალური და არამატერიალური ძეგლების შესახებ. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
留言