top of page

რობოტიკის კლუბის სადემონსტრაციო შეხვედრა

  • Writer: CEA
    CEA
  • Oct 24, 2023
  • 1 min read

Updated: Nov 3, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიაში, რობოტიკის კლუბის მასწავლებელმა ll-Vll კლასის მოსწავლეებისთვის სადემონსტრაციო შეხვედრა ჩაატარა. ნინო მაჭარაშვილმა ბავშვებს ის საკითხები გააცნო, რომელსაც ისინი პირველი სემესტრის განმავლობაში შეისწავლიან.


შეხვედრაზე მოსწავლეებს განემარტათ, რა არის რობოტიკა და რა როლი აქვს რობოტექნიკას 21-ე საუკუნეში. კლუბის მასწავლებელმა, ასევე, ისაუბრა 3D მოდელირების ონლაინპლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც 3D გამოსახულებების შექმნას და შესაბამისი პრინტერის გამოყენებით მის რეალურ ნივთად ქცევას შეისწავლიან.


ბავშვები სწავლის პროცესში პრაქტიკულ სამუშაოებსაც შეასრულებენ და ამისთვის სხვადასხვა მოწყობილობას გამოიყენებენ.

რობოტიკის კლუბი ახალგაზრდებს ლოგიკური, სტრატეგიული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool www.cea.ge

Komentar


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page