top of page

რა? სად? როდის? - CEA-ში მეშვიდე კლასებს შორის ვიქტორინა გაიმართა

  • Writer: CEA
    CEA
  • Mar 24, 2023
  • 1 min read

Updated: Mar 31, 2023


საბუნებისმეტყველო კვირეულის ფარგლებში, ანამედროვე განათლების აკადემიაში, ვიქტორინა: „რა სად როდის“ ჩატარდა. მასში მონაწილეობა VII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ოთხივე კლასიდან თითო გუნდი იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს კითხვებზე პასუხები სწორად და სწრაფად უნდა გაეცათ.


ვიქტორინა საკმაოდ დაძაბულად და ემოციურად წარიმართა. ორი გუნდი ერთნაირი ქულებით დაწინაურდა, რომელთაგან ლიდერის გამოვლენა გართულდა. ამიტომ ორივე მათგანი გამარჯვებულად დასახელდა.


მოგვიანებით, ვიქტორინაში გამარჯვებული მეშვიდე ა და დ კლასის მოსწავლეები ერთდღიან ლაშქრობაში გაემგზავრებიან.

ღონისძიებას ორგანიზება ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მიხეილ ჯოგლიძემ, მათემატიკის მასწავლებელმა თამთა წოწონავამ და ფიზიკის მასწავლებელმა ნინო ქემოკლიძე გაუწიეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page