top of page

"რა? სად? როდის?" მეხუთე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით


თანამედროვე განათლების აკადემიაში, მეხუთე ა და ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. აკადემიელები ხუთ გუნდად გადანაწილდნენ და ერთმანეთს სწორი პასუხების გამოცნობაში შეეჯიბრნენ.


კითხვების ძირითადი ნაწილი ქართული ენაზე იყო შედგენილი, თუმცა თამაშის განმავლობაში დაისვა გერმანული და ინგლისურენოვანი კითხვებიც.


მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში თავი გამოიჩინეს. საუკეთესო ქულებით პირველი და მეორე ადგილები მეხუთე ა და ბ კლასის გუნდებმა გაინაწილეს.


ღონისძიებას კლასის დამრიგებლები: ანა ადამია და მირანდა გაბრიჭიძე უძღვებოდნენ.

Komentar


bottom of page