top of page

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე სტუმრად აკადემიაში

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 20, 2023
  • 1 min read

Updated: Feb 21, 2023


ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიას, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ესტუმრა. მან უფროსკლასელებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: "ბოლშევიკური რეჟიმი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია".


რა გავლენა მოახდინა ბოლშევიზმმა საქართველოს მოსახლეობაზე და როგორ აღადგინა ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია - პროფესორმა ამ პროცესებთან დაკავშირებული საინტერესო ამბები განიხილა და იმ მანკიერებებზე ისაუბრა, რაც იმდროინდელ საზოგადოებაში იყო გაბატონებული.


შეხვედრის ბოლოს სერგო ვარდოსანიძემ მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.

თანამედროვე განათლების აკადემიაში, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი.

______________

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page