თანამედროვე განათლების აკადემიაში, ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში, პრეზენტაცია მოეწყო. მერვე კლასის მოსწავლეებმა ეკომიმართულების გააქტიურების მიზნით, თავიანთი იდეები წარმოადგინეს, ისაუბრეს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა.
აქტივობის მიზანს მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, რადგან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა ეკომეგობრული სასკოლო სივრცის მოწყობის სურვილი და მზაობა თავადვე გამოხატონ.
პრეზენტაციის ბოლოს ამერიკის ეკოსკოლის შესახებ მომზადებული ვიდეო ნახეს, სადაც აღწერილი იყო, როგორ ახდენენ თემის პოპულარიზებას ამერიკელი მოსწავლეები.
აქტივობა აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლის ანანო შანავას ორგანიზებით გაიმართა.
______________
Comments