top of page

პი რიცხვის დღე თანამედროვე განათლების აკადემიაში

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 7
  • 1 min read

Updated: 1 day ago

თანამედროვე განათლების აკადემიაში პი რიცხვის დღესთან დაკავშირებით სახალისო მათემატიკური კონკურსი გაიმართა, რომელშიც აკადემიის მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის ფარგლებში ბავშვები ერთმანეთს სუდოკუსა და ლოგიკურ ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრნენ.

 

მე-5 კლასელებს შორის გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსწავლეები: თუთა ბარათაშვილი, ნუცა ჭუმბურიძე, ლიზი ჭრიკიშვილი, მაშო კოროშინაძე.

 

კონკურსის მეორე ნაწილში მონაწილეობა მეექვსეკლასელებისგან შემდგარმა  ხუთმა გუნდმა მიიღო. ლოგიკურ ამოცანებთან ერთად ბავშვებმა იმსჯელეს და  ძველი და ახალი მათემატიკური ტერმინები ერთმანეთს დაუკავშირეს.

 

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: ნიკოლოზ ოხანაშვილი, რატი ჩომახიძე, ანდრია შანშიაშვილი და სანდრო ვაწაძე.

 

კონკურსი აკადემიის მათემატიკის მასწავლებლის, მირანდა გაბრიჭიძის ინიციატივით ჩატარდა.

 

აქტივობამ მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page