top of page

„პატარა უფლისწული“ - V ა კლასის საახალწლო სპექტაკლი

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 22
  • 1 min read

Updated: Jan 23

თანამედროვე განათლების აკადემიის V ა კლასის მოსწავლეებმა, მშობლებისა და აკადემიის თანამშრომლებისთვის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავი ნაწარმოების, „პატარა უფლისწულის“, მიხედვით შექმნილი სპექტაკლი წარმოადგინეს.


„პატარა უფლისწული“ ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის თანაბრად ღრმა და საგულისხმო გზავნილებს შეიცავს. ისტორია უდაბნოში პილოტის ავიაკატასტროფით იწყება. ის ხვდება პატარა უფლისწულს, რომელიც ამბობს, რომ შორეული ასტეროიდიდანაა. იგი სხვადასხვა პლანეტაზე მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, სადაც უცნაურ პერსონაჟებს ხვდება. ისტორია დამაფიქრებელი დასასრულით მთავრდება, როცა პატარა უფლისწული თავის პლანეტაზე დაბრუნებას გადაწყვეტს.


მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ყველასთვის საყვარელი გმირების როლები და საუკეთესოდ გადმოსცეს ამ ფილოსოფიური ნაწარმოების სიღრმე. წარმოდგენამ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.


სპექტაკლი V ა კლასის ტუტორის თამარ პეტრიაშვილის ინიციატივით, მოწვეულმა რეჟისორმა მაკა ჭუმბურიძემ მოამზადა, მუსიკალურ ნომრებზე აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ იმუშავა.

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page