top of page

პავლე თვალიაშვილის ვიზიტი თანამედროვე განათლების აკადემიაში

  • Writer: CEA
    CEA
  • Mar 26
  • 1 min read

Updated: Apr 7

თანამედროვე განათლების აკადემიას „სიქასა“ და „განათლებისა და მართვის გუნდების“ (TEaM) ხელმძღვანელი, პავლე თვალიაშვილი ესტუმრა. შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი განიხილა, მათ შორის „Diamond challenge”, რომლის ქართულ კონკურსშიც აკადემიის გუნდმა გაიმარჯვა და მსოფლიო კონკურსზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. გარდა ამისა, სტუმარმა, აუდიტორიას საქართველოში მათი ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკაც გააცნო.


პავლე თვალიაშვილმა მოსწავლეებს პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობა განუმარტა და მათი განვითარების პერსპექტივებზე დეტალურად იმსჯელა. გარდა ამისა, გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ჩაერთონ საერთაშორისო პროგრამებში და განვითარდნენ გლობალურ დონეზე.


შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა – მოსწავლეებმა სტუმარს კითხვები დაუსვეს და სამომავლოდ მსგავს პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, რაც მათ საკუთარი უნარების მაქსიმალურად განვითარებაში დაეხმარება.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page