top of page

"ოკუპაციის კვირეული" cea-ში!

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 25, 2022
  • 1 min read

Updated: Mar 14, 2022


თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში "ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში აკადემიის მე-7; მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები.

ამასთან, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მუზეუმში გამოფენილ 1920-იან-1940-იანი წლების "წითელი ტერორის" დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიებს, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის შესახებ დოკუმენტურ მასალას და ა.შ.

_____________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page