top of page

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, აკადემიას ლევან გერაძე ესტუმრა


აფხაზეთის კვირეულთან დაკავშირებით, თანამედროვე განათლების აკადემიაში, უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “თავისუფლება". შეხვედრას მოწვეული სპიკერი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის დირექტორი ლევან გერაძე უძღვებოდა.


სტუმარმა მოსწავლეებთან ქართულ და უცხოურ კონფლიქტებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა თავისუფლების მნიშვნელობას სახელმწიფოს განვითარების პროცესში.


შეხვედრის დასასრულს მოწვეულ სპიკერსა და ახალგაზრდებს შორის დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ლევან გერაძისთვის აღნიშნული თემის ირგვლივ კითხვები დაესვათ. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page