top of page

მწერალ თამარ გეგეშიძესთან შეხვედრა

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 2, 2023
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ბ კლასის მოსწავლეებმა მწერალ თამარ გეგეშიძეს უმასპინძლეს. ავტორის ორი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებს სურვილი გაუჩნდათ გაეგოთ, ვინ იდგა „სული-ჩიტი“-სა და „ჩუმად უნდა იჯდე“-ს უკან. ასევე, აინტერესებდათ, რისი თქმა სურდა მწერალს მომავალი თაობისთვის და რატომ გამოკვეთა ავტორმა ეს პრობლემები წიგნში.


საყვარელ მწერალთან შესახვედრად აკადემიის ბიბლიოთეკაში შესაბამისი განწყობა შექმნეს. პატარებმა თამარ გეგეშიძეს უამრავი კითხვა დაუსვეს, რაზეც ავტორისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.


შეხვედრის ბოლოს მწერალმა მოსწავლეებს წიგნებზე ხელი მოუწერა და პატარა გულშემატკივრებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.


ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა მზეო კვინიკაძემ და ბიბლიოთეკარმა ნინო ჯაფარიძემ გაუწიეს.

______________

 
 
 

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page