top of page

მშობელმა მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა




თანამედროვე განათლების აკადემიის II გ კლასი საინტერესო პროექტს ახორციელებს. მშობლები ბავშვებს რიგ-რიგობით სტუმრობენ და მათ თავიანთ პროფესიებს აცნობენ. პირველი ასეთი შეხვედრა მარიამ წერეთელმა ჩაატარა, სადაც პატარებს ფარმაცევტის პროფესიის შესახებ უამბო. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, როგორი იყო ეს პროფესია ძველად და რას მოიცავს დღევანდელი ფარმაცია.


 შეხვედრის დასასრულს მარიამმა ბავშვებისთვის საჩვენებელი ცდა მოაწყო, სადაც პატარებმა ძმრისა და სოდის შერევით მიღებული რეაქცია ნახეს.


 პროექტს, მშობლების ჩართულობით, აკადემიის II გ კლასის ხელმძღვანელი ნათია კოხოძე ახორციელებს.

______________

Comments


bottom of page