top of page

მუსიკალური ვიქტორინა

თანამედროვე განათლების აკადემიაში მუსიკალური ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მერვე ა და ბ კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. თითოეული კლასიდან ორი-ორი გუნდი იყო წარმოდგენილი: „რიტმი“, „გონგი“, „კანმგლი“ და „სტაკატო“.

 

ვიქტორინის ძირითადი კითხვები გავლილი მასალიდან იყო. მასში ასევე, შედიოდა გასართობი ნაწილიც, რომელიც მოსწავლეების სისწრაფესა და გონიერებაზე იყო დამოკიდებული.

 

გუნდების შედეგები სპეციალურმა ჟიურიმ შეაჯამა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ, აკადემიის დირექტორი, დავით მალაზონია, ხელოვნების მასწავლებელი, ელენე თევზაძე, ფსიქოლოგი, თეონა ბოგველი და მშობელი, თეუკა კვინიკაძე.

 

ჟიურიმ, მოპოვებული ქულების მიხედვით, გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. ყველაზე მეტი ქულა მერვე ა კლასის გუნდმა „კანმგლი“-მ დააგროვა.

 

მუსიკალური ვიქტორინა აკადემიის მუსიკის მასწავლებლის ანა მაისურაძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

______________


Comentários


bottom of page