top of page

მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში სტუმრად "სმურფებთან"

თანამედროვე განათლების აკადემიის ჯგუფი „სმურფები“ სხვადასხვა პროფესიას ეცნობა. თემასთან დაკავშირებით, ბავშვებს ქართველი ძიუდოისტი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ესტუმრა, რომელიც ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელია. მან პატარებს ძიუდოს შესახებ უამბო და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

 

თეორიული განმარტების შემდეგ, სპორტსმენმა ბავშვებს რამდენიმე ილეთი ასწავლა და მათ შორის საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართა.

 

ავთანდილ ჭრიკიშვილის ვიზიტს დაესწრნენ ფრესქულის მეორე ჯგუფის - „ვარსკვლავები“-ს აღსაზრდელებიც და ჩემპიონთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აქტივობა „სმურფების“ აღმზრდელების მაკა გოგოტიშვილისა და თამარ ბეჟუაშვილის ორგანიზებით მოეწყო.

______________

留言


bottom of page