თანამედროვე განათლების აკადემიაში „მსოფლიო კულტურის დღეები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა მიიღეს. თითოეულმა კლასმა ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომერი წარმოადგინა. ბავშვები მოწვეული სტუმრების წინაშე ტრადიციული სამოსითა და აქსესუარებით წარდგნენ და მათ სანახაობრივი წარმოდგენა შესთავაზეს.
„მსოფლიო კულტურის დღეების“ გამართვის ინიციატია აკადემიის ხელოვნების მასწავლებელს ნინო იოვაშვილს ეკუთვნის. მის განხორციელებაში მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაწყებითი კლასის მასწავლებელი მანანა მაისურაძე გაუძღვა.
მუსიკალურ ნომრებზე აკადემიის მუსიკის მასწავლებლებმა: ანა მაისურაძემ და ირინა ჭანიშვილმა იმუშავეს, ქორეოგრაფიული ნომრები კი ცეკვის მასწავლებელმა, ინგა ყაველაშვილმა მოამზადა.
თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს „მსოფლიო კულტურის დღეების“ გამართვაში შეტანილი წვლილისთვის!
______________
Comentários