
თანამედროვე განათლების აკადემიაში მსოფლიო კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნი, თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი კერძი, ტრადიციული ტანსაცმელი და აქსესუარები, ცეკვა, სიმღერა და პრეზენტაციები.
მსოფლიო კულტურის დღეები აკადემიის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საქართველოს ჰიმნით გახსნეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით. თითოეულმა კლასმა ერთი ქვეყანა აირჩია და მოწვეულ სტუმრებს მის შესახებ სანახაობრივი წარმოდგენა შესთავაზა.
ღონისძიების იდეა აკადემიის ხელოვნების მასწავლებელს ნინო იოვაშვილს ეკუთვნის. მის განხორციელებაში მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები და მშობლები.

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს მსოფლიო კულტურის დღეების გამართვაში შეტანილი წვლილისთვის! ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comments