top of page

მოსწავლეთა სასკოლო კონფერენცია 2024

თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეთა ყოველწლიური სასკოლო კონფერენცია ჩატარდა. V-XI კლასის მოსწავლეებმა აუდიტორიას თავიანთი მოხსენებები წარუდგინეს. აკადემიელებმა საკონფერენციო თემებზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად იმუშავეს.


კონფერენცია ორ სესიად ჩატარდა. თითოეულ სესიას მოდერატორები მართავდნენ, რომლის შემადგენლობაშიც აკადემიის მასწავლებლები და მოსწავლეები შედიოდნენ.


ბავშვებმა კონფერენციაზე მრავალფეროვანი და საინტერესო თემები წარმოადგინეს. შეეხნენ როგორც ანტიკური ხანის ეპოქასა და პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე, თანამედროვე პოლიტიკურ ურთიერთობებსა და მიღწევებს, ბუნებრივ მოვლენებსა და კატასტროფებს, ეკოლოგიას, ბუნებრივ რესურსებს, ზომისა და წონის ერთეულებს და სხვა. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, მოეწყო პრეზენტაცია და დებატები ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართა.


კონფერენციის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო მერვეკლასელების მიერ შექმნილი ანიმაციები, რომელმაც აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. გარდა ამისა, მერვე ა და ბ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ხელნაწერების შესახებ გაზეთის ელექტრონული ვერსია წარმოადგინეს.


ბავშვებმა თემები შესაბამისი საგნის მასწავლებლების ხელმძღვანელობით მოამზადეს. სასკოლო კონფერენციაზე იმუშავეს აკადემიის თანამშრომლებმა:


▪ ნინო მიმინოშვილი - ისტორია;

▪ დავით მალაზონია - ისტორია;

▪ მარინა ჯავახიშვილი - ქართული ენა და ლიტერატურა;

▪ ჯულიეტა ჯანჯღავა - ქართული ენა და ლიტერატურა;

▪ ანანო შანავა - ინგლისური ენა;

▪ ნანო მატუა - ინგლისური ენა;

▪ გიორგი კვიკვინია - ინგლისური ენა;

▪ ნუცა ქორელი - ინგლისური ენა;

▪ ციცინო მიშელაძე - მათემატიკა;

▪ მირანდა გაბრიჭიძე - მათემატიკა;

▪ ნინო ქემოკლიძე - ფიზიკა;

▪ ნინო ჯავახაძე - ქიმია;

▪ თამარ რუხაია - ბუნებისმეტყველება;

▪ ირმა ორჯონიკიძე - გეოგრაფია;

▪ მარიამ დანელია - სამოქალაქო განათლება.


თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის სასკოლო კონფერენციაში ჩართულ თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს!

______________

Commenti


bottom of page