top of page

მომავლის არქიტექტორები - ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 30
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში პროფესიული ორიენტაციის მხარდამჭერი პროექტი – "მომავლის არქიტექტორები" დაიწყო! მე-11 კლასის მოსწავლეებმა – თეკლა კელაურიძემ, მზეო-მარიამ გორგაძემ, მარიამ კოპალეიშვილმა, მართა ჭარბაძემ და ანასტასია ხარატოვამ, საზოგადოებრივი საქმიანობის კომპონენტის ფარგლებში, წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიზანსაც მოსწავლეებისთვის პროფესიის არჩევის პროცესის გაადვილება წარმოადგენს.

 

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა PR-ისა და მარკეტინგის სფეროს შეეხო. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს, რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესიები თანამედროვე შრომით ბაზარზე.

 

პრეზენტაციას მე-9 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მიიღეს, მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

 

პროექტი აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის მარიამ დანელიას ორგანიზებით ხორციელდება. „მომავლის არქიტექტორების“ ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page