
თანამედროვე განათლების აკადემიაში, მინი-ფეხბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი დაიწყო. გახსნის ცერემონიაზე აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ მონაწილე გუნდებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი მათ, ფეხბურთის ისტორიიდან, საინტერესო მინი-ვიქტორინა შესთავაზა. შემდეგ კი VI ა კლასის მოსწავლეები, გუნდების წინაშე, თემატური სიმღერით წარდგნენ.
პირველი თამაში X და IX დ კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა. მატჩი X კლასის გუნდის აშკარა უპირატესობით, ანგარიშით: 14:4 დასრულდა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 15 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. მომდევნო წლიდან კი ტურნირი პლეიოფების თამაშებით გაგრძელდება.
ჩემპიონატს ორგანიზებას აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ლომაძე უწევს.
Comentários