top of page

მე-6 ბ კლასი სტუმრად "მწვანე სახლში"

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 7, 2024
  • 1 min read

Updated: Jun 18, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიის მე-6 ბ კლასის მოსწავლეები სანერგე მეურნეობა „მწვანე სახლს“ ესტუმრნენ. ბავშვებმა გიდის დახმარებით, მცენარის აგებულება და მისი გამრავლების მეთოდები შეისწავლეს. საშუალება ჰქონდათ კალმით გამრავლების პროცესში მონაწილეობა თავადაც მიეღოთ. ასევე, მოინახულეს სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე, დეკორატიული და ოთახის მცენარე. დააკვირდნენ აკვარიუმის თევზებს და მათი სახეობები განასხვავეს.

 

მოზარდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მცენარეების ქოთნებში გადარგვის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა ყველა მათგანმა მიიღო. ბავშვებმა, ასევე, შეისწავლეს მათი მოვლის წესები.

 

გასვლითი აქტივობა აკადემიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თამარ რუხაიას ორგანიზებით განხორციელდა. მის მთავარი იდეა მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის (დედამიწის ეკოსისტემები) მოსწავლეებისთვის გაცნობა და ეკოსისტემის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page