მე-2 ბ კლასი სტუმრად ხალხური საკრავების მუზეუმში
- CEA
- May 23, 2023
- 1 min read
Updated: May 25, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე ბ კლასის მოსწავლეები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ.
პატარებმა დარბაზებში გამოფენილი ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული მუსიკალური საკრავები დაათვალიერეს. მუზეუმის გიდმა მოსწავლეებს თითოეულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განუმარტა რომელი საკრავი რა დანიშნულებით გამოიყენებოდა.

მუზეუმში ვიზიტი აკადემიის მუსიკის მასწავლებლის ანა მაისურაძის ინიციატივით განხორციელდა. მეორე ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ხალხური საკრავების ისტორია მუსიკის გაკვეთილზე შეისწავლეს. შემდეგ კი თემასთან დაკავშირებით გასვლითი ღონისძიება დაიგეგმა, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს განხორციელდა.
______________
Comments