top of page

„მე შემიძლია“ - III გ კლასის საახალწლო ღონისძიება

თანამედროვე განათლების აკადემიის III გ კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება - „მე შემიძლია“ გამართეს, რომელზეც მშობლები მოიწვიეს. ბავშვებმა მაყურებლის წინაშე ინდივიდუალური და ჯგუფური ნომრებით წარდგნენ და თავიანთი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.


მოსწავლეებმა მაყურებლებს სხვადასხვა სახის წარმოდგენა შესთავაზეს, მათ შორის იყო ქორეოგრაფიული და მუსიკალური შესრულებები, ილუზიონისტური შოუები და სხვა კრეატიული ნომრები. თითოეული წარმოდგენაზე ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იმუშავეს.


მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნომრები მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ აკადემიის ფსიქოლოგი თეონა ბოგველი და ასისტენტი მარიამ ბარათაშვილი. ჟიურიმ თითოეული ნომერი ობიექტურად შეაფასა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.


საახალწლო ღონისძიება - „მე შემიძლია“ კლასის დამრიგებლის, ნათია კოხოძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. მუსიკალურ ნომრებზე კი აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა, ანა მაისურაძემ იმუშავა.

Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page