top of page

მეშვიდეკლასელების ვიზიტი თბილისის ზოოპარკში

თანამედროვე განათლების აკადემიის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურით, თბილისის ზოოპარკს ესტუმრნენ. მოზარდებმა ბიოლოგიაში ხერხემლიანები შეისწავლეს. სწორედ ამიტომ, საგნის მასწავლებლის, ხათუნა ტურაშვილის ინიციატივით, გასვლითი აქტივობა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ქვეწარმავლების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, ხელით შეხებოდნენ ხერხემლიანთა წარმომადგენლებს.  

 

ინფორმაციის მიღებისა და მათზე დაკვირვების შემდეგ, ბავშვებმა ზოოპარკის სხვა ბინადრებიც მოინახულეს.

 

ხათუნა ტურაშვილს აქტივობის ორგანიზებაში VII ა კლასის ასისტენტი თიკა ჯაფარიძე და კლასის ხელმძღვანელები: დავით მალაზონია და მაგული კრასოტკინი დაეხმარნენ.

______________

Comments


bottom of page