top of page

მესამე ბ კლასის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ


თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის მოსწავლეები, ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ბავშვებმა საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს, ნახეს კომპოზიტორის ნამუშევრები და გაეცნენ ფალიაშვილის ცხოვრებას.


სახლ-მუზეუმმა ბავშვებს პროექტის „ადამიანი ბუნებისთვის“ ფარგლებში უმასპინძლა. ამიტომ მათ შესაბამის თემაზე პრეზენტაცია წარუდგინეს. პატარებმა მოისმინეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ბუნებას.


პრეზენტაციის შემდეგ ბავშვებმა ლოგო და სლოგანი შექმნეს. ჩამოწერეს საკითხები, თუ რა გზებით გადაარჩენენ დედამიწას და შემდეგ თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი სტუმრებს 1962 წლიდან მასპინძლობს. მუზეუმში დაცულია კომპოზიტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, ფალიაშვილის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page