
თანამედროვე განათლების აკადემიაში საახალწლო ვიქტორინა გაიმართა. მხიარულ აქტივობაში მეოთხე ა, ბ და გ კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. გუნდები სამივე კლასის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, რამაც პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
ვიქტორინის კითხვები ახალი წლის ტრადიციებს, ისტორიას, დღესასწაულის სიმბოლოებს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს შეეხებოდა. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა, სწრაფი აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი შესანიშნავად გამოავლინეს.
აქტივობა მეოთხე კლასის დამრიგებლების, კატო გურგენიძის, ლილი გოგოლაძისა და მანანა მაისურაძის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
Comments