top of page

მეორეკლასელების აქტივობები ქალთა დღეებთან დაკავშირებით

თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე ბ კლასის მოსწავლეებს „IQ აკადემიაში“ კალიგრაფიის მასტერკლასი ჩაუტარდათ. პატარებმა 8 მარტთან დაკავშირებით „დედა მიყვარხარ“ დაწერეს და ლამაზად გააფორმეს. ლამაზად წერა მოსწავლეებს კალიგრაფმა ლეილა ბაღბაიამ ასწავლა, რომელმაც მათ სპეციალურად კლასისთვის შექმნილი ხელნაწერი საჩუქრად გადასცა.


 „IQ აკადემიაში“ ვიზიტის შემდეგ, თანაკლასელი გოგონები ვაჟებმა ყვავილებითა და ლამაზი სტიკერებით დაასაჩუქრეს.


ბავშვებმა ორიგინალური საჩუქრები დაუმზადებს დედებს სამ მარტსაც. მათ საკუთარი ხელით მოხატეს ქილები შემდეგი წარწერით: „მიყვარხარ იმიტომ, რომ...“ სიყვარულის მიზეზებს კი ისინი, რამდენიმე კვირის განმავლობაში, პატარა ფურცლებზე წერდნენ და ქილებში ათავსებდნენ.

 

ბავშვებმა თავიანთ დედებს ქალთა დღესასწაულები დამრიგებლის, ნია ყანჩაველის დახმარებით გაულამაზეს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page