top of page

მეოთხე ბ კლასში "რა? სად? როდის?" გაიმართა

  • Writer: CEA
    CEA
  • May 29, 2023
  • 1 min read

Updated: Jun 1, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ბ კლასში ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში „რა? სად? როდის?" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სამ ჯგუფად გადანაწილებულმა მოსწავლეებმა მიიღეს. წამყვანის მიერ დასმულ კითხვებზე სწორი პასუხების გაცემას „გონიერი ექვსეული“, „დელფინები“ და „ცეცხლოვანი ტვინები“ შეეცადნენ.


თამაშში ჩაერთო მოწვეული სტუმარიც. აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ გუნდებს 26 მაისთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვა. ასევე, ერთი კითხვა იყო ე.წ. „რა დევს შავ ყუთში“, რომელშიც „ვეფხისტყაოსანი“ აღმოჩნდა.

გამარჯვებული გუნდი მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც სამი მოსწავლის მშობელი შედიოდა. პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „დელფინები“, მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „ცეცხლოვანი ტვინები“, ხოლო მესამე ადგილი ერგო გუნდს „გონიერი ექვსეული“. სამივე გუნდს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ასევე, ყველა მონაწილემ ქალაქგარეთ პიკნიკი დაიმსახურა.


ღონისძიების ინიციატორი კლასის დამრიგებელი მზეო კვინიკაძეა, რომელსაც ორგანიზებაში ასისტენტი მერი კილასონია დაეხმარა. თამაშს ტექნიკური უზრუნველყოფა აკადემიის მეათეკლასის მოსწავლემ ერეკლე ჯამრულიძემ გაუწია.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page