top of page

მეოთხე ბ კლასის გამოსაშვები ცერემონია

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 21, 2023
  • 1 min read

Updated: Jun 22, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიაში მეოთხე ბ კლასის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდნენ და ერთმანეთს წარმატებები უსურვეს. აკადემიელებს მიმართა კლასის დამრიგებელმა მზეო კვინიკაძემაც, რომელიც მომავალი წლიდან ბავშვებს ახალ ხელმძღვანელს ჩააბარებს.


ცერემონიაზე მოსწავლეებს, ოთხი კლასის წარმატებით დასრულებისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ.


ბავშვებმა ღონისძიებამდე საკუთარ თავს წერილები დაუწერეს, რომელიც ე.წ. „დროის კაფსულში“ მოთავსდა. 8 წლის შემდეგ კაფსული გაიხსნება და ადრესატები წერილებს წაიკითხავენ.


ცერემონიის დროს კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა ტრადიცია ჩამოაყალიბეს. ისინი ერთმანეთს დაჰპირდნენ, რომ ყოველი წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე, აკადემიის ეზოში შეიკრიბებიან და კიდევ ერთი სასწავლო წლის დასრულებას აღნიშნავენ.

ცერემონიის დასასრულს, მოსწავლეებმა, სიმბოლურად, ქუდები ჰაერში აისროლეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page