top of page

„მეთუნეობა - სწავლა კეთებით“

თანამედროვე განათლების აკადემიის X კლასში საინტერესო პროექტი - „მეთუნეობა - სწავლა კეთებით“ განხორციელდა. მოსწავლეებმა პირველყოფილი ადამიანების პერიოდი წარმოიდგინეს, გაითავისეს მათი ფიქრები და საჭიროებები. განიხილეს, როგორ ხვდებოდნენ ისინი მასალების თვისებებს და როგორ ჩნდებოდა იდეები ფორმის და ფუნქციის შესახებ. როგორ გაითავისეს თიხის სარგებელი და მისი გამოყენებით საჭირო ნივთების დამზადება დაიწყეს.


მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში ქართული ფილმი „ საბუდარელი ჭაბუკი“ ნახეს, სადაც კარგადაა აღწერილი თიხის დამზადების ტექნიკა. შემდეგ კი ჯგუფებად გადანაწილდნენ და შეეცადნენ დეკორატიული და პრაქტიკული ნივთები თავად შეექმნათ, რომელსაც შესაძლოა, პირველყოფილი ადამიანები იყენებდნენ.


თითოეული ჯგუფის წევრებმა დამზადებული ნივთების პრეზენტაცია გამართეს და ერთმანეთს თავიანთი ნააზრევი გაუზიარეს. განმარტეს, რატომ შექმნეს კონკრეტული ფორმა და რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა მას პირველყოფილი ადამიანებისთვის.


ისტორიის განსხვავებული გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ნინო მიმინოშვილის ინიციატივით ჩატარდა. აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს კარგად გაეაზრებინათ, როგორ განვითარდა ადამიანის ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი.

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page