თანამედროვე განათლების აკადემიის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ათწილადებისა და წილადების გადაყვანაზე და საზომ ერთეულებზე საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. ბავშვებს დაევალათ, შეექმნათ რესტორნები, რომელზეც გადაიღებდნენ რეკლამას და მომხმარებელს განსხვავებულ მენიუს შესთავაზებდნენ.
მოსწავლეებს კერძის ინგრედიენტები უნდა დაეთვალათ გრამებით და გადაეყვანათ კილოგრამებში. ასევე, უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია, თუ რომელ საზომ ერთეულებს იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაში და შემდეგ ქართველი მომხმარებლებისთვის კერძები მათთვის გასაგებ ერთეულებში შეეთავაზებინათ.
მოსწავლეებმა დავალებაზე ჯგუფურად იმუშავეს. გარდა იმისა, რომ ბავშვებმა სხვა ქვეყნების სამზარეულო შეისწავლეს, ასევე, გაეცნენ კულინარიაში მოქმედ ერთეულ სისტემას.
აქტივობას ორგანიზება აკადემიის მათემატიკის მასწავლებელმა, მირანდა გაბრიჭიძემ გაუწია.
______________
Comments