
თანამედროვე განათლების აკადემიის მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის, წიგნის თემაზე, საინტერესო განხილვები და შეხვედრები შედგა. ბავშვებმა თემაზე მუშაობა კლასიკოს მწერალთა ნაწარმოებების გაცნობით დაიწყეს. იმსჯელეს წიგნის მნიშვნელობაზე წარსულში, განიხილეს როგორი იყო და არის მისი როლი ქართველ თუ მსოფლიო ხალხთა ცხოვრებაში.
საბოლოოდ, მსჯელობა აკადემიის ბიბლიოთეკაში გაგრძელდა. ბავშვებს მასპინძლობა ბიბლიოთეკარმა, ნინო ჯაფარიძემ გაუწია, რომელმაც მოსწავლეები წიგნების სამყაროში ამოგზაურა, ბიბლიოთეკის მნიშვნელობა განუმარტა და მათ წიგნების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა. ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ ამის შემდეგ ისინი ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები გახდებიან. ასევე, მოიფიქრეს დავალება და თავიანთი წარმოსახვით თანამედროვე ბიბლიოთეკა შექმნეს.
წიგნის თემაზე შეხვედრები და დისკუსიები აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია ფალიანის ინიციატივით შედგა. აქტივობების ორგანიზებაში დახმარება კლასის ტუტორებმა, ნანა ჯაფიაშვილმა და თამარ გაფრინდაშვილმა გაუწიეს.
Comments