top of page

მედიაწიგნიერების კვირეული CEA-ში

25 ოქტომბერს, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა. ამ დღის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, აკადემიაში პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილები მოამზადეს. ასევე, მოეწყო ფილმების ჩვენება და განხილვა.

პროექტი ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით მერვე, მეცხრე და მეათე კლასებში განხორციელდა.

მერვე დ კლასში კათედრის ხელმძღვანელმა ნინო მიმინოშვილმა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მარინა ჯავახიშვილთან ერთად მოამზადა. ამავე კლასში ქართული ფილმი „ნატვრის ხე“ უჩვენეს, რის შემდეგაც საინტერესო დისკუსია გაიმართა.

მეცხრე კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკის მასწავლებელთან გიორგი კაკოჩაშვილთან ერთად ჩატარდა. ამავე კლასისთვის შეირჩა ფილმი „21“, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ცხოვრებაში მათემატიკის გამოყენებას ეხება.

რაც შეეხება მეათე კლასს, აქ ინტეგრირებული გაკვეთილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ჯულიეტა ჯანჯღავასთან ერთად მომზადდა. მოსწავლეებმა სადისკუსიოდ ქართული ფილმი „ცისფერი მთები“ ნახეს.

მედიაწიგნიერებისადმი მიძღვნილი დღის ფარგლებში, მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად, ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენის შესახებაც იმსჯელეს. ამავე თემაზე მერვე დ კლასის მოსწავლეებმა ვიდეო-გაკვეთილი გადაიღეს, სადაც საუბარია, რატომ არ უნდა ვენდოთ გადამოწმების გარეშე ინტერნეტში დადებულ მასალას.

პროექტზე მუშაობისას ახალგაზრდებმა ცოდნა არაერთ საგანში გაიღრმავეს, როგორიცაა ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ხელოვნება და სხვა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments

bottom of page