ორი დღეა თანამედროვე განათლების აკადემიას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები სტუმრობენ. მოსწავლეებისთვის მათ ო ჰენრის მოთხრობის მიხედვით შექმნილი ორი პიესა „უკანასკნელი ფოთოლი“ და „მოგვთა საჩუქრები“ წარმოადგინეს. სპექტაკლების დამდგმელი რეჟისორი მანანა კოზაკოვაა.
პირველ დღეს აკადემიელებმა „უკანასკნელი ფოთოლი“ იხილეს, რომელიც მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის დაიდგა. სპექტაკლში მსახიობები: თამარ ბუხნიკაშვილი, ქეთი ცხაკაია და ლევან ბერიკაშვილი მონაწილეობდნენ.
მომდევნო დღეს თეატრალურ წარმოდგენას უფროსკლასელები დაესწრნენ. მათთვის მსახიობებმა ონისე ონიანმა და თამარ ბუხნიკაშვილმა სპექტაკლი „მოგვთა საჩუქრები“ წარმოადგინეს.
ღონისძიების მეორე ნაწილში კაკო ვაშალომიძის ბენდმა „დიქსი ლენდი“ მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის იმართება, რომელსაც შემოქმედებითი ჯგუფი 5+2 ახორციელებს.
Comments