
თანამედროვე განათლების აკადემიის VI ბ და VII ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო მათემატიკური პროექტები წარმოადგინეს. აქტივობა ორ თემას მოიცავდა: „შექმენი მათემატიკური სამაგიდო თამაში“ და „ლოგიკური ამოცანები“.
VI კლასის მოსწავლეებმა აუდიტორიას საკუთარი შექმნილი ლოგიკური ამოცანების ბროშურები და მათი ამოხსნის მეთოდები გააცნეს. პრეზენტაციის შემდეგ, მშობლებისგან შემდგარი გუნდები ამოცანების ამოხსნას შეეცადნენ.
მოსწავლეების მიერ შექმნილმა მათემატიკურმა სამაგიდო თამაშებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. სახალისო ბრძოლაში აუდიტორიის წარმომადგენლები მონდომებით ჩაერთნენ. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა მშობლებისა და მასწავლებლების შეფასებები მოისმინეს.
პროექტის ორგანიზატორი აკადემიის მათემატიკის მასწავლებელი, მირანდა გაბრიჭიძეა. მისი მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებაში ხელშეწყობა იყო.
Comments