ლუკა მაჭარაშვილი უმაღლეს განათლებას ლიეტუვაში მიიღებს
- CEA

- Apr 15
- 1 min read

მორიგი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე - თანამედროვე განათლების აკადემიის კიდევ ერთი მეთორმეტეკლასელი უმაღლეს განათლებას საზღვარგარეთ მიიღებს. ლუკა მაჭარაშვილი ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KTU) ჩაირიცხა.
ლუკა „კომუნიკაციის კვლევებისა და ინფორმაციის მართვის ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამაზე სამი წლის განმავლობაში ისწავლის. მან სასწავლებელი დამოუკიდებლად შეარჩია და ჩარიცხვისთვის საჭირო ყველა პროცედურა წარმატებით გაიარა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გასაუბრების დასრულებიდან სულ რაღაც ნახევარ საათში, ლუკამ ჩარიცხვის ოფიციალური დასტური მიიღო.
როგორც თავად აღნიშნავს, ამ წარმატებაში სკოლის წვლილი დიდია. განსაკუთრებული მხარდაჭერა კი აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელმა გიორგი კვიკვინიამ გაუწია, რომელიც მას და მის თანაკლასელებს საერთაშორისო საუნივერსიტეტო პროცედურების გავლაში აქტიურად ეხმარება.
თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს ლუკას ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. გვჯერა, რომ იგი სტუდენტობის პერიოდშიც არაერთ წარმატებას მიაღწევს!


Comments