top of page

კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებულები


თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა კინგსის ოლიმპიადის 2023 წლის გაზაფხულის სეზონზე წარმატება მოიპოვეს.


ინგლისური ენის ოლიმპიადაზე მიღწეული საუკეთესო შედეგისთვის პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცათ მეოთხე კლასის მოსწავლეებს: ნუცა ჭუმბურიძესა და ვიკა თუშიშვილს. გარდა ამისა, ნუცა ჭუმბურიძემ მესამე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა მათემატიკის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის.


ინგლისურში მესამე ხარისხის დიპლომი მიიღო მერვეკლასელმა ელენე აბულაძემ. მან ასევე, წარმატება მოიპოვა ქართული ენის ოლიმპიადაზე, რისთვისაც მეორე ხარისხის დიპლომი გადაეცა.


კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგისთვის მესამე ხარისხის დიპლომები მიიღეს მეხუთეკლასელმა ალექსანდრა ყავლაშვილმა და მეექვსეკლასელმა დემეტრე ჭუმბურიძემ.


თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს მათ ოლიმპიადაში გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას უსურვებს!

______________

Comments


bottom of page