top of page

"კითხვის საათი" - ჯემალ ქირიას წიგნები

თანამედროვე განათლების აკადემიის ბიბლიოთეკაში ფრესქულის ჯგუფის „ვარსკვლავების“ აქტივობა - „კითხვის საათი“ მოეწყო. აღმზრდელებმა, ნანა ნოზაძემ და ნესტან გოლეთიანმა ბავშვებს, ქართველი მწერლისა და პროზაიკოსის, ჯემალ ქირიას საბავშვო წიგნი „ბაციკუკუ და ჯადოქრები“ წაუკითხეს.

 

აქტივობა აკადემიის ბიბლიოთეკარის, ნინო ჯაფარიძის ინიციატივით გაიმართა და მწერლის იუბილეს მიეძღვნა. მას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.

 

ჯემალ ქირია ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორია. მწერლის ზღაპარი-რომანი "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" 2005 წელს ბალტიმორში ითარგმნა და გამოიცა. მისი ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი" კი შესაძლოა, "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად ჩაითვალოს.

 

ჯემალ ქირია თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის მენეჯერის ირინა ქირიას მამაა. მან მწერლის წიგნები CEA-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა, რისთვისაც აკადემია ქალბატონ ირინას მადლობას უხდის!

______________

تعليقات


bottom of page