top of page

კვლევითი პროექტი აფხაზური კონფლიქტის თემატიკაზე მოსწავლეებში სენსიტიურობის ამაღლება!


"თანამედროვე განათლების აკადემიაში" კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართულ - აფხაზური კონფლიქტის თემატიკაზე მოსწავლეებში სენსიტიურობის ამაღლება წარმოადგენდა ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში:

  • მოსწავლეებმა შექმნეს ჩანახატები და ესეები თემაზე „ზღვა რომელიც შორია“;

  • ჩაატარეს პრეზენტაციები და შექმნეს საინტერესო მაკეტები;

  • მოეწყო ფილმის ჩვენება;

აკადემიის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დაწერეს წერილები, რომელსაც დაარქვეს გზავნილი აფხაზ თანატოლებს და შექმნეს წერილების ხე.

მსგავსი ღონისძიებებითა და აქტივობებით გვსურს, ქართულ - აფხაზური კონფლიკტის მოგვარებაში ჩვენი თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ. პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატები.

"თანამედროვე განათლების აკადემია" მადლობას უხდის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს პროექტში აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის.



______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page