top of page

ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკი ლონდონში

  • Writer: CEA
    CEA
  • Jul 12, 2023
  • 1 min read

Updated: Aug 29, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკი გრძელდება. მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა ლონდონში იმყოფებიან, სადაც ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს გადიან. პარალელურად, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში ექსკურსიებს აწყობენ.


მოსწავლეებმა მოინახულეს: გაერთიანებული სამეფოს ბრიტანული და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ლონდონის ეროვნული გალერეა, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა წარმოდგენილი. ასევე, გაისეირნეს Notting Hill-სა და Portabello-ში, რა დროსაც საშუალება ჰქონდათ მრავალფეროვან მაღაზიებში ეშოპინგათ.


მომდევნო დღეებში, მოსწავლეები, ლონდონის მეცნიერების ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. მოინახულეს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა - Royal Albert Hall - ვიქტორიანულ ეპოქაში აგებული საკონცერტო დარბაზი. ასევე, დაათვალიერეს კენსინგტონის სხვა ღირსშესანიშნაობებიც.


შემდეგ დღეს ჯგუფი ბრიტანეთის მუზეუმს ესტუმრა, სადაც მოსწავლეებმა ჩინური, იაპონური, ეთიოპური, ეგვიპტური და სხვა კულტურის ექსპონატები დაათვალიერეს. საღამოს საათებში კი Tower Bridge-ზე გაისეირნეს.


საზაფხულო ბანაკის მოსწავლეებმა მოინახულეს Madame Tussauds-ს ცნობილი ცვილის ფიგურების მუზეუმიც, სადაც დრო საკმაოდ სახალისოდ გაატარეს.


მოგზაურობა ბრაიტონში გაგრძელდა, სადაც აკადემიის ჯგუფი სამეფო პავილიონს ესტუმრა, შემდეგ კი მოსწავლეებმა გასართობ პარკში გაისეირნეს.

საზაფხულო ბანაკი კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. მას აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია ხელმძღვანელობს.

______________


Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page