top of page

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე CEA-ში


თანამედროვე განათლების აკადემიაში ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა მისი ლექსები და ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ აკადემიის დირექტორი დავით მალაზონია და მასწავლებლები.


ილია ჭავჭავაძის საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელმა ნინო მიმინოშვილმა მასწავლებლების: ჯულიეტა ჯანჯღავას, ნათია ფალიანისა და მარინა ჯავახიშვილის დახმარებით განახორციელა.


ილია ჭავჭავაძე 1937 წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, დაიბადა. მისი როლი მნიშვნელოვანია მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მან გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში. მისი თაოსნობით გაიხსნა არაერთი ქართულენოვანი სკოლა, რამაც საქართველოში რუსიფიკაციის პროცესი შეაჩერა.

______________

Comments


bottom of page