თოჯინების თეატრი "ვარსკვლავების" მონაწილეობით
- CEA
- Apr 7
- 1 min read
Updated: 4 days ago

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ვარსკვლავების“ აღსაზრდელებმა მშობლები თოჯინების თეატრზე მოიწვიეს. პატარებმა ყველასათვის საყვარელი ზღაპარი „წითელქუდა“ წარმოადგინეს.
ბავშვებმა სპექტაკლი თემატური სიმღერებით გააფორმეს, რომლის მომზადებაზეც მუსიკის მასწავლებელმა მაია მეგრელიშვილმა იმუშავა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ აღსაზრდელთა ნამუშევრების აუქციონი გაიმართა. მშობლებმა ნახატები სიმბოლურ ფასად შეიძინეს. შეგროვებული თანხის ფარგლებში „ვარსკვლავები“ გასვლით აქტივობას დაგეგმავენ.
სპექტაკლის მიმართ ინტერესის გათვალისწინებით, მომდევნო დღეებში ბავშვებმა წარმოდგენა სხვა ჯგუფის აღსაზრდელებისთვისაც გამართეს.
ღონისძიებისთვის ბავშვები აღმზრდელებმა ნანა ნოზაძემ და თამარ გოგატიშვილმა მოამზადეს.
Comments