თეკლა კელაურიძე პარიზის უნივერსიტეტში ჩაირიცხა
- CEA

- Apr 15
- 1 min read

მორიგი დიდი წარმატება თანამედროვე განათლების აკადემიაში! XII კლასის მოსწავლე, თეკლა კელაურიძე, პარიზის პრესტიჟულ უნივერსიტეტში - 3iS Paris Ouest - ჩაირიცხა.
3iS Paris Ouest ევროპის უმსხვილესი აუდიო-ვიზუალური უნივერსიტეტია, რომელიც კინოს, მედიისა და დიზაინის მიმართულებით მსოფლიო დონის განათლებას იძლევა. თეკლა მომდევნო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთში კინორეჟისურის პროფესიას დაეუფლება და კინოხელოვნებას საერთაშორისო გარემოში შეისწავლის.
აღსანიშნავია, რომ მან აპლიკაცია მხოლოდ ორ გამორჩეულ ევროპულ სასწავლებელში გააგზავნა. პარიზის პარალელურად, თეკლა ამჟამად პასუხს ელოდება RUFA-სგან (რომის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი).
თეკლას ჩასარიცხად საჭირო პროცედურების გავლაში აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი, გიორგი კვიკვინია დაეხმარა.
ვულოცავთ თეკლას ამ უდიდეს წარმატებას და დარწმუნებულები ვართ, რომ იგი საკუთარ სიტყვას იტყვის მსოფლიო კინემატოგრაფიაში!


Comments