top of page

თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა საბავშვო მოთხრობის აუდიო-ვიდეო ვერსია შექმნეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 26, 2022
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის II ბ კლასის მოსწავლეებმა წინასაახალწლო განწყობა საკუთარი ნამუშევრით შემოიტანეს. კლასის დამრიგებლის მანანა მაისურაძის ორგანიზებით, პატარა აკადემიელებმა საინტერესო წარმოდგენა შემოგვთავაზეს. მათ საბავშვო მოთხრობის აუდიო-ვიდეო ვერსია წარმოადგინეს და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციაზეც თავადვე გვიმასპინძლეს.


ბავშვებმა მოთხრობების კრებული (ჯულია დონალდსონი, აქსელ შეფლერი „გრუფალო და სხვა ამბები“), სასწავლო წლის განმავლობაში, „კრეატიული წიგნიერების“ ფარგლებში წაიკითხეს. მოთხრობის აუდიო-ვიდეო ვერსიის ჩაწერის იდეაც კითხვის პროცესში დაიბადა.

ბავშვების ნამუშევარი „პატარა ჟირაფის“ იუთუბ-არხზე აიტვირთა: https://bit.ly/3CpkFqv


პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებმა „კრეატიული წიგნიერების“ განვითარების მიზნით, საჩუქრად კვლავ წიგნები მიიღეს.


Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page